მიმდინარეობს საიტის განახლება
11.01.2020 საერთაშორისო ბიზნეს სკოლის პროექტის ფარგლებში "მე მომავალი მეწარმე" უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი მეწარმეობის შესახებ

მშვიდობისა და განვითარების აკადემიის" მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნეს სკოლა ახორციელებს პროექტს "მე მომავალი მეწარმე" რომლის ფარგლებშიც შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგი მეწარ

29.12.2019 უნივერსიტეტი გილოცავთ დამდეგ შობა - ახალწელს.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი გილოცავთ დამდეგ შობა - ახალწელს.გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ  2020 წელს ,დასახული მიზნებისა და ამოცანების მაქსიმალურ განხორციელებას.

28.12.2019 2019-2020 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის ბოლო კვირების აქტივობების განხილვა პროფესიულ სტუდენტებსა და სტუდენტებს შორის

მიმდინარე წლის 27 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი სტუდენტებსა და პროფესიულ სტუდენტებს შეხვდნენ. სასწავლო უნივერისტეტის შეხვედრის მიზანი იყო 2019-2020 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის ბოლო კვირების აქტივობების განხილვა პროფესიულ სტუდენტებსა და სტუდენტებს შორის.

25.12.2019 სტუდენტებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან ერთად ,,თეთრი ქალაქი "ააშენეს.

2019 წლის 24 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით დღის ცენტრი ,,ნერგების" ბენეფიციარებს ესტუმრნენ, მიულოცეს დამდეგი შობა ახალი წელი და საჩუქრები გადასცეს, გაიმართა საინტერესო და სახალისო აქტივობები, სტუდენტებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან ერთად ,,თეთრი ქალაქი "ააშენეს.

18.12.2019 კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტი..

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ,,კავკასიური სახლის " წარმომადგენლები საუნივერსიტეტო საზოგადოებას შეხვდა. მსმენელებს მიესალმა „კავკასიური

14.12.2019 ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?

მიმდინარე წლის 13 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,გოა განვითარებაზე" ორიენტირებული ახალგაზრდებისა და ქალაქ ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის? "  პროექტში მონაწილეობდა ფაკულტეტის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული გუნდი, უნივერსიტეტის რექტორთა  სათათბიროს გუნდის წევრები.

12.12.2019 უნივერსიტეტში დასრულდა ,,რეგიონალური ტურისტული გიდის“ მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი სასერტიფიკაციო კურსი

მ/წლის 11 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დასრულდა ,,რეგიონალური ტურისტული გიდის“ მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი სასერტიფიკაციო კურსი. მსმენელებმა წარადგინეს საკურსო ნაშრომები, რომელიც ითვალისწინებდა ტურისტული პროდუქტის შექმნას რეგიონის თავისებურების გათვალისწინებით.

11.12.2019 Erasmus+-ს ფარგლებში RURD Role of Universities in the Regional Development პროექტის პირველი საორგანიზაციო შეხვედრა

2019 წლის 9-10 დეკემბერს აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა Erasmus+-ს ფარგლებში RURD Role of Universities in the Regional Development პროექტის პირველი საორგანიზაციო შეხვედრა. შეხვედრაზე ხელი მოეწერა პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის ხელშეკრულებას.

06.12.2019 ,,გახდი დონორი გადაარჩინე სიცოცხლე"

2019 წლის 6 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ,,გახდი დონორი გადაარჩინე სიცოცხლე "აქციის ფარგლებში სამედიცინო კორპორაცია ,,ევექსი" ზუგდიდის რეფერალურმა ჰოსპიტალმა საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან სურვილისამებრ ჩაატარა უანგარო დონორის დღის აქცია. მოხალისე სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები.

05.12.2019 საჯარო ლექცია თემაზე; სექსუალური შევიწროებისა და კანონმდებლობის შესახებ.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში 4 დეკემბერს, ზუგდიდის რაიონული პროკურორი ლევან სალია პროკურორ მარიამ ქორიძესთან ერთად შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის

Pages