მიმდინარეობს საიტის განახლება
30.11.2019 უნივერსიტეტის პირველი სემესტრის სტუდენტების მიერ, აკადემიურ პერსონალთან ერთად, ჩატარდა სოციალური ექსპერიმენტი სახელით „ნული მეტია ერთზე“

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პირველი სემესტრის სტუდენტების მიერ, აკადემიურ პერსონალთან ერთად, 20 ნოემბერს ჩატარდა სოციალური ექსპერიმენტი სახელით „ნული მეტია ერთზე“. ექსპერიმენტის ინიციატორებმა უნივერსიტეტის შესასვლელ ფოიეში დაალაგეს კანფეტები სიბოლურად ერთ თეთრად და უფასოდ.

22.11.2019 უნივერსიტეტში ჩატარდა შუალედური გამოცდები ელექტრონულად. შეფასების შუალედური კომპონენტი მუშაობს Moodle პლატფორმაზე

2019 წლის 22 ნოემბერს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა შუალედური გამოცდები ელექტრონულად. შეფასების შუალედური კომპონენტი მუშაობს Moodle პლატფორმაზე, Moodle -ის სასწავლო მიზნებისთვის გამოყენების პრაქტიკა დაინერგა STAR-სა და INTEGRITY-ის საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში მიღებული გამოცდილების საფუძველზე.

22.11.2019 საინფორმაციო შეხვედრა - ,, სწავლა საფრანგეთში და დაფინანსების შესაძლებლობები

2019 წლის 22 ნოემბერს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საფრანგეთში სწავლებასთან დაკავშირებით.

16.11.2019 პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კამპანია დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხადაჭერით, ერთთვიანი კამპანია დაიწყო, რომლის მიზანია რეგიონებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ინფორმირება იმ საგანმანათლებლო სერვისებზე, რასაც პროფესიული განათლების სისტემა საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს.

15.11.2019 ,,რეგიონული ტურისტული გიდის“ მომზადება-გადამზადების სასერთიფიკატო პროგრამაზე სასწავლო პროცეში ჩართულმა სტუდენტებმა პრეზენტაციები წარადგინეს

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გრძელდება ტურისტული გიდის მოსამზადებელი კურსები. მიმდინარე წლის 15 ნოემბერს  ,,რეგიონული ტურისტული გიდის“ მომზადება-გადამზადების სასერთიფიკატო პროგრამაზე სასწავლო პროცეში ჩართულმა მსმენელებმა სამუშაოზე დაფუძვნებული სწავლების პროგრამის პრეზენტაციები წარადგინეს.

 

 

14.11.2019 უნივერსიტეტსა და World Vision საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ახალი SKYE კლუბი გაიხსნა.

06.11.2019 ,,მცენარეთა დაცვის" ტრენერთა ტრენინ-კურსზე სასწავლო პროცესი დაიწყო

მ/წლის 4 და 5 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შედგა ,,მცენარეთა დაცვის“ ტრენინგ-კურსზე (TOT) დარეგისტრირებულ აპლიკანტებთან გასაუბრება. მსმენელების შერჩევა განხორციელდა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ტიპის პროფესიულ პროგრამებზე აპლიკანტთა შერჩევის საკონკურსო წესის ანალოგიურად.

05.11.2019 უნივერსიტეტის მონაწილეობა erasmus+ ის შესაძლებლობების გაძლიერების ფარგლებში მოქმედი პროექტის INTEGRITY საანგარიშო შეხვედრაზე

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მონაწილეობდა erasmus+ ის შესაძლებლობების გაძლიერების ფარგლებში მოქმედი პროექტის  INTEGRITY საანგარიშო შეხვედრაზე, რომელიც ჩატარდა სამცხეჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.შეხვედრისას განხილულ იქნა პროექტის ფარგლებში გაწეული საქმიანობები და დაიგეგმა სამოქმედო აქტივობები 2019-2020 სასწავლო წლისთვის.პროექტი ემსახურება აკადემ

02.11.2019 ლექცია თემაზე; " საკუთრების უფლების დაცვა და ხანდაზმულობის ვადები"

2019 წლის 2 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელწმიფო სას

01.11.2019 ლექცია თემაზე: სახელმწიფო პროგრამა C ჰეპატიტის ელიმინაცია

ლ.საყვარელიძის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ნოდარ მაღლაფერიძე უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა ლექციით თემაზე : სახელმწიფო პროგრამა C ჰეპატიტის ელიმინ

Pages