02.06.2015 02.06.2014 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ეწვია

საქართველოში ამერიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამეგრელოდან,    შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დაგეგმილი სამეცნიერო კონფერენციით დაიწყო.  კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეონა ხუფენიამ,  რომელმაც ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებზე.

30.05.2015 29.05.2015 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის დახურვა

დღეს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის დახურვა გაიმართა.კონფერნეცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ, ასევე კონფერენციის მონაწილეებს  სტუდენტებს , სტუმრებს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ მასწავლებლები მიესალმნენ.

28.05.2015 27.05.2015 საჯარო ლექცია თემაზე...

დღეს,  შოთა  მესხიას  ზუგდიდის  სახელმწიფო  სასწავლო  უნივერსიტეტში  მწერალმა  და საზოგადო  მოღვაწემ  როსტომ  ჩხეიძემ  წაიკითხა   საჯარო  ლექცია  თემაზე,  პუბლიცისტ და საზოგადო მოღვაწის  თედო  სახოკიას  „ცხოვრება და მოღვაწეობა“ .

27.05.2015 27.05.2015 უნივერსიტეტის სტუდენტები ფუტსალის ტურნირზე

მიმდინარე წლის 26 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის  სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდებს შორის,,ფუტსალის წესებით“ანაკლიაში ტურნირის  ფინალური მატჩი გაიმართა .ტურნირის  ბოლოს  გუნდები საუნივერსიტეტო თასით და მედლებით დაჯილდოვდნენ.

23.05.2015 23.05.2015 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მზარეულის პროფესიული მომზადების კურსის სტუდენტებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს

მიმდინარე წლის 22 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული მომზადების მზარეულის კურსის სტუდენტებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს. მათ სასწავლებლის სამზარეულოში სადილი  მოამზადეს და უნივერსიტეტის ეზოში კომპაქტურად ჩასახლებულ მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს მიართვეს. ისინი მსგავსი აქციის ჩატარებას მომავალშიც გეგმავენ.

21.05.2015 20.05.2015 ,, სტუდენტური დღეები 2015 '' თანამედროვე და ხალხური ცეკვების მეორე დასკვნითი ტური

მიმდინარე  წლის  20  მაისს ქალაქ ფოთში ,,სტუდენტური  დღეები  2015 “ – ის ფარგლებში ჩატარდა თანამედროვე და ხალხური ცეკვების მეორე დასკვნითი ტური სადაც შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.

14.05.2015 11.05.2015 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენელი შტეფან იოჰან შაცი ეწვია

მიმდინარე წლის 11 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის  მონაწილეობის მისაღებად გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენლებმა შტეფან იოჰან შაცის ხელმძღვანეობით უნივერსიტეტის სტუდენტებს  აპლიკაციის შევსების მეთოდები და გამოცდილება გააცნეს. შეხვედრის ინიციატორი იყო სასწავლო უნივერსიტეტის გერმანული ენის მასწავლებელი თინათინ ლოლუა.

11.05.2015 09.05.2015 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობა ევროპის კვირეულში

 9 მაისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლობამ ევროპის დღესთან დაკავშირებით პირველი საჯარო სკოლის ეზოში საინტერესო ღონისძიებები ჩაატარა, მათ შორის შეჯიბრებები ფრენბურთსა და ფეხბურთში, რომლებშიც შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის გუნდებმაც მიიღეს მონაწილეობა. მათ პირველი საპრიზო ადგილები დაიკავეს და დაჯილდოვდნენ მედლებით.

11.05.2015 09.05.2015 ,,სტუდენტური კონფერენცია "2015

მიმდინარე წლის 8 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური დღეების ფარგლებში   სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული, ფარმაციის,  ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის  მიმართულების სტუდენტები.

 

11.05.2015 09.05 2015 ევროპის ხეივნის გახსნა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის 9 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ევროპის კვირეულის ფარგლებში, ევროპის ხეივანი გაიხსნა. ნერგები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და უნივერსიტეტის სტუდენტებმა დარგეს.

Pages