09.06.2014 07.06.2014. შეხვედრა ანტინარკოტიკული კომპანიის ფარგლებში

მიმდინარე წლის 7 ივნისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ანტინარკოტიკული ღონისძიება გაიმართა.ლექცია პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად უნივერსიტეტის სტუდენტების აქტიური ჩართულობით ჩატარდა .

17.05.2014 13.05.2014. ესტონეთის ელჩი საქართვლოში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა

12 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტონეთის ელჩი საქართველოში  ბატონი პრიტ ტურკი  და მაგთიკომის პრეზიდენტი ბატონი დევიდ ლიი ესტუმრნენ. შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა სემინარი ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიზნით.

24.04.2014 14.04.2014 სტუდენტური დღეები 2014

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 14 აპრილს გაიხსნა სტუდენტური დღეები  2014  ტრადიციულად  ღონისძიებით ,,ქართული სიტყვა’’, მოწვეული იყო ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტი თემურ ელიავა.  უნივერსიტეტში მსგავსი სახის ღონისძიებები დაგეგმილია ახლო მომავალში, რომელიც დამწყებ პოეტებს შესაძლებლობას მისცემს   გამოავლინონ თავიანთი ნიჭი და გაეცნონ  სხვა პოეტების შემოქმედებას.

24.04.2014 14.04.2014 საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა .

მიმდინარე წლის 14 აპრილს  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხებზე საჯარო ლეკცია წაიკითხა ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტმა,თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა გიორგი მშვენიერაძემ.

14.04.2014 11.04.2014 დასაქმების ფორუმი 2014

2014 წლის 11 აპრილს ,,შერატონ ბათუმში“, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ,,დასაქმების ფორუმში“ მიიღეს მონაწილეობა. ფორუმის მთავარი მიზანი იყო წამყვანი კომპანიებისთვის ახალი კადრების მოძიება და კონკრეტულ ვაკანსიებზე სტუდენტების დასაქმება.

03.04.2014 02.04.2014 შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდის მორიგი წარმატება

შოთა მესხიას სახელმწიფო  უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდის   მორიგი წარმატება თბილისის სასწავლო უნივერსიტეტ გორგასალთან.

03.04.2014 29.03.2014 საჯარო ლექცია

ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორმა მატი რაუდეარუსმა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე  ,,ეკონომიკური პოლიტიკა ესტონეთის მაგალითზე“.

01.04.2014 20.03.2014. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ფუტსალის მორიგ ტურნირზე.

  მიმდინარე წლის 20 მარტს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის  და კავკასიიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის საფეხბურთო გუნდებს შორის ტურნირის მეორე მატჩი გაიმართა, რომელიც  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიო  უნივერსიტეტის  მორიგი გამარჯვებით  დამთავრდა .    

15.03.2014 13.03.2014 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ფუტსალის ტურნირზე

მიმდინარე წლის 13 მარტს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის  და თბილისის შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის ფუტსალის საფეხბურთო გუნდებს შორის ტურნირის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც  შოთა  მესხიას ზუგდიდის  სახელმწიფო  სასწავლო  უნივერსიტეტის გუნდის სასარგებლოდ დასრულდა.     

06.12.2013 05.12.2013 ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 5 დეკემბერს  ევროკავშირის სადამკვირვებლო  მისიის  წარმომადგენლები შოთა  მესხიას  ზუგდიდის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი იყო მისიის სადამკვირვებლო საქმიანობის გაცნობა. მისიის დამკვირვებლებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია უსაფრთხოების, სტაბილურობის  და  ნდობის აღდგენისა და   გენდერული თანასწორობის შესახებ.

Pages