27.05.2015 27.05.2015 უნივერსიტეტის სტუდენტები ფუტსალის ტურნირზე

მიმდინარე წლის 26 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის  სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდებს შორის,,ფუტსალის წესებით“ანაკლიაში ტურნირის  ფინალური მატჩი გაიმართა .ტურნირის  ბოლოს  გუნდები საუნივერსიტეტო თასით და მედლებით დაჯილდოვდნენ.

23.05.2015 23.05.2015 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მზარეულის პროფესიული მომზადების კურსის სტუდენტებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს

მიმდინარე წლის 22 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული მომზადების მზარეულის კურსის სტუდენტებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს. მათ სასწავლებლის სამზარეულოში სადილი  მოამზადეს და უნივერსიტეტის ეზოში კომპაქტურად ჩასახლებულ მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს მიართვეს. ისინი მსგავსი აქციის ჩატარებას მომავალშიც გეგმავენ.

21.05.2015 20.05.2015 ,, სტუდენტური დღეები 2015 '' თანამედროვე და ხალხური ცეკვების მეორე დასკვნითი ტური

მიმდინარე  წლის  20  მაისს ქალაქ ფოთში ,,სტუდენტური  დღეები  2015 “ – ის ფარგლებში ჩატარდა თანამედროვე და ხალხური ცეკვების მეორე დასკვნითი ტური სადაც შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.

14.05.2015 11.05.2015 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენელი შტეფან იოჰან შაცი ეწვია

მიმდინარე წლის 11 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის  მონაწილეობის მისაღებად გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენლებმა შტეფან იოჰან შაცის ხელმძღვანეობით უნივერსიტეტის სტუდენტებს  აპლიკაციის შევსების მეთოდები და გამოცდილება გააცნეს. შეხვედრის ინიციატორი იყო სასწავლო უნივერსიტეტის გერმანული ენის მასწავლებელი თინათინ ლოლუა.

11.05.2015 09.05.2015 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობა ევროპის კვირეულში

 9 მაისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლობამ ევროპის დღესთან დაკავშირებით პირველი საჯარო სკოლის ეზოში საინტერესო ღონისძიებები ჩაატარა, მათ შორის შეჯიბრებები ფრენბურთსა და ფეხბურთში, რომლებშიც შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის გუნდებმაც მიიღეს მონაწილეობა. მათ პირველი საპრიზო ადგილები დაიკავეს და დაჯილდოვდნენ მედლებით.

11.05.2015 09.05.2015 ,,სტუდენტური კონფერენცია "2015

მიმდინარე წლის 8 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური დღეების ფარგლებში   სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული, ფარმაციის,  ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის  მიმართულების სტუდენტები.

 

11.05.2015 09.05 2015 ევროპის ხეივნის გახსნა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის 9 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ევროპის კვირეულის ფარგლებში, ევროპის ხეივანი გაიხსნა. ნერგები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და უნივერსიტეტის სტუდენტებმა დარგეს.

11.05.2015 08.05. 2015 ,,დასაქმების ფორუმი" 2015

 მიმდინარე წლის  8 მაისს  ,,შერატონ ბათუმში“, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ,,დასაქმების ფორუმში“ მიიღეს მონაწილეობა. ფორუმის მთავარი მიზანი იყო წამყვანი კომპანიებისთვის ახალი კადრების მოძიება და კონკრეტულ ვაკანსიებზე სტუდენტების დასაქმება.

07.05.2015 07.05.2015 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს მიმდინარე წელს ერასმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 8 გამარჯვებული სტუდენტი ყავს.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს მიმდინარე წელს ერასმუსის გაცვლითი  პროგრამის ფარგლებში 8 გამარჯვებული სტუდენტი ყავს.

პორტუგალია EMINENCE  I & II - მარგარიტა ჯიქია (მაგისტრი), პორტოს უნივერსიტეტი

29.04.2015 28.04.2015 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ,, ქართული ოცნების" საპარლამენტო ფრაქციის წევრი – დეპუტატები სამეგრელო – ზემო სვანეთის მოსახლეობას შეხვდნენ

დღეს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ,, ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის წევრი – დეპუტატები სამეგრელო – ზემო სვანეთის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის ბოლოს სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის ინიციატივით პარლამენტარებმა უნივერსიტეტის სასწავლო სახელოსნო დაათვალიერეს.

Pages