01.05.2013 24.04.2013 ლიტერატურული წრის დაფუძნება სასწავლო უნივერსიტეტში

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შემოქმედ სტუდენტთა ინიციატივით დაფუძნდა ლიტერატურული  წრე, რომლის მიზანია ლიტერატურული ინტერესების გაღვივება სტუდენტებში, შემოქმედებითი უნარ–ჩვევების განვითარება, სტუდენტთა  შემოქმედების გაცნობა.     23 აპრილს ლიტერატურული წრის დაფუძნების აღსანიშნავად ჩატარდა  „ხელოვნების საღამო“.

24.04.2013 13.04.2013 „ რა? სად? როდის? “

13 აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ინტელექტუალური  თამაში „რა? სად? როდის?“ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის 37 სკოლას შორის. მონაწილეობა  7–12 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. შეჯიბრის ფინალური ეტაპი თბილისში გაიმართება.

10.04.2013 29.03.2013 შეხვედრა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და პროექტ NEO-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე უნივერსიტეტის  პროფესიული მიმართულების ბაზაზე შემდუღებლის კურსები გაიარა 22 სოციალურად დაუცველმა პირმა ზუგდიდისა და წალენჯიხის მუინიციპალიტეტის იმ 16 თემიდან სადაც მუშაობს NEO.

17.12.2012 15.12.2012 ლექსმცოდნეობის მეხუთე სამეცნიერო სესიის მასალების პრეზენტაცია

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2012 წლის 14 დეკემბერს ჩატარდა ლიტინსტიტუტის ლექსმცოდნეობის მიმართულების მიერ გამოცემული მეხუთე სამეცნიერო სესიის მასალების პრეზენტაცია.

30.11.2012 26.11.2012 ექსკურსია იმერეთში

2012 წლის 23 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის I-II კურსის სტუდენტები და გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში არსებული პროფესიული გადამზადების „გიდის“ კურსების მსმენელები უნივერსიტეტის რექტორატისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით  იმყოფებოდნენ ექსკურსიით ქუთაისში.

22.11.2012 20.11.2012 სტუდენტთა საერთაშორისო დღე სასწავლო უნივერსიტეტში

17 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით   სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით ლამაზი საღამო გაიმართა: დარბაზში  ქართულ ნაციონალურ ცეკვებს, ქართული სიმღერები და ლექსები ენაცვლებოდა. საღამოს მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა მაყურებელთა აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.

25.10.2012 28. 09.2012 ღია პირველობა მკლავჭიდში

 25 სექტემბერს ქალაქ მესტიაში სპორტული ფესტივალი საქართველო 2012 –ის ფარგლებში  ჩატარდა ღია პირველობა მკლავჭიდში. შეჯიბრში მონაწილეობდნენ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები: დათო სამუშია და ბაკურ თოლორაია. 75კგ. წონით კატეგორიაში პირველი  ადგილი დათო სამუშიას ხვდა წილად, ხოლო 90კგ. წონით კატეგორიაში მეორე ადგილი ბაკური თოლორაიამ დაიკავა.

21.06.2012 11.06.2012 ინტელექტუალური თამაში რა ? სად? როდის?

11 ივნისს სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით გაიმართა ინტელექტუალური თამაში რა ? სად? როდის? გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა გადამავალი თასით, დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით .

25.05.2012 22.05.2012 იმიტირებული სასამართლო პროცესი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მონაწილეობით

    22 მაისს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი სისხლის სამართლის საქმეზე „სახელმწიფო დავითის წინააღმდეგ“, რომელშიც მონაწილებდნენ  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები. პროცესის ჩატარებამ დაადასტურა, რომ სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი ამ ამოცანას.

19.05.2012 15.05.2012 სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

2012 წლის 15 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური დღეების ფარგლებში დაიწყო სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული, ფარმაციის,  ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის  მიმართულების სტუდენტები. კონფერენცია დაიხურება 23 მაისს. 

 

Pages