20.06.2011 16.06.2011 ევროკავშირი და საქართველო

16 ივნისს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის ბელგიელმა წარმომადგენელმა უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინტერესო შეხვედრა გამართა. მან ისაუბრა ბელგიის ისტორიულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაზე. უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს და დაასაჩუქრა ისინი სუვენირებით.

08.06.2011 1.06.2011 "სტუდენტური დღეები 2011"–ის დახურვა

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 30 მაისს გაიმართა სტუდენტური დღეების დახურვა. სტუდენტური თვითმართველობის ინიციატივით სტუდენტებმა მოაწყვეს სილამაზის კონკურსი "მის უნივერსიტეტი – 2011". ჟიურიმ "მის უნივერსიტეტის" ტიტული ჰუმანიტარული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტს გალინა უშხვანს მიანიჭა.

21.05.2011 19.05.2011 საქართველო გზად ევროპისკენ

19 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  ,,საქართველო გზად ევროპისკენ" პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის მისიის ზუგდიდის საველე ოფისის დამკვირვებელმა ტომას ოუემ სტუდენტებთან ისაუბრა გერმანიის ისტორასა და ეკონომიკურ განვითარებაზე, გერმანიის განათლების სისტემაზე.

21.05.2011 9.05.2011 საჯარო ლექცია

3 მაისს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო სამეცნიერო სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ზაალ ქორთუამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: "შოთა მესხია – საქართველოს ისტორიის აღიარებული მკვლევარი".

16.05.2011 9.05.2011 ევროპის დღე

9 მაისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლობამ ევროპის დღესთან დაკავშირებით პირველი საჯარო სკოლის ეზოში საინტერესო ღონისძიებები ჩაატარა, მათ შორის შეჯიბრებები ფრენბურთსა და ფეხბურთში, რომლებშიც შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის გუნდებმაც მიიღეს მონაწილეობა.

18.04.2011 15.04.2011 სტუდენტური დღეები უნივერსიტეტში

15 აპრილს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური დღეების ფარგლებში სიყვარულის დღის აღსანიშნავად გაიმართა სტუდენტური დისკოთეკა

15.04.2011 14.04.2011 სტუდენტური დეღეები – 2011

14 აპრილს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა სტუდენტური დღეები – 2011. სტუდენტებმა გაიმართეს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი – ქართული ლექსის საღამო.

 

23.02.2011 21.02.2011 საქველმოქმედო აქცია

სსიპ შოთა მესხიასზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით კონსტანტინე ბაგრატიონ მუხრანბატონის თერჯოლის იმედის სახლს საქველმოქმედო თანხა გადაურიცხა.

 

 

18.02.2011 ტრენინგი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ადამიანური უსაფრთხოებისა და სოციალური ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში  სასწავლო უნივერსიტეტის მასწავლებელთათვის გრძელდება ტრენინგები პროფესიული უნარების განვითარებაში. ტრენინგებს ატარებენ:  ექსპერტი მამუკა ხოშტარია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები შოთა ნემსაძე და შახი ბაქანიძე.

20.01.2011 ტრენინგი დევნილი სტუდენტებისათვის
20 იანვარს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დევნილი სტუდენტებისათვის  ჩატარდა ტრენინგ – სემინარი სამსახურის ძიების ტექნიკებისა და უნარ–ჩვევების გასაუმჯობესებლად არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით.

Pages