13.06.2013 ლევან ბერძენიშვილი სტუმრად შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

13 ივნისს შოთა  მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს,  არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სახლის“  ინიციატივითა და მოწვევით, რომლის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობაა, პროფესორი  და პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი ესტუმრა. შეხვედრა უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

13.06.2013 ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.

13 ივნისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში თვითმმართველობის სპორტის სექციის ინიციატივით გაიმართა შეჯიბრი მკლავჭიდში, ღონისძიება მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების წესის   დამკვიდრების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.

01.06.2013 სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის დასკვნითი სხდომა

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური დღეები 2013–ის ფარგლებში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის დასკვნითი სხდომა გაიმართა, რომელსაც სტუდენტებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებისა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

29.05.2013 პროგრამა EMINENCE - ის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენელთა შეხვედრა ქ. პოზნანში(პოლონეთი)

მიმდინარე წლის 21-23 მაისს ქალაქ პოზნანში, (პოლონეთი), ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტში, გაიმართა ERASMUS MUNDUS პროექტის ფარგლებში, პროგრამა EMINENCE -ის პარტნიორი უნივერსიტეტების შეხვედრა, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბენეფიციარი უნივერსიტეტები, ისე, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნულ

23.04.2013 სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

23 აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში „სტუდენტური დღეები – 2013–ის“  ფარგლებში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ბიზნესის, ფარმაციის, ჰუმანიტარული და სამართლის მიმართულების აქტუალური თემები.  კონფერენცია დაიხურება 30 აპრილს.

22.04.2013 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების შედეგები

2013 წლის 22 აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები გაიმართა. ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს  კანონის  შესაბამისად, აკადემიურმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით რექტორად  თეონა ხუფენია აირჩია.

04.04.2013 აბიტურიენტთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი გთავაზობთ ერთიანი ეროვნული გამოცდების განაცხადის online(ონლაინ) რეგისტრაციისთვის უფასო კომპიუტერულ და საკონსულტაციო მომსახურეობას.

ასევე იხილეთ მიმაგრებული ფაილები.

05.03.2013 საჯარო ლექცია სასწავლო უნივერსიტეტში

 5 მარტს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა შეხვედრა  სტუდენტებთან გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ ფარგლებში.  გენდერის ექსპერტმა მედეა ბადაშვილმა სტუდენტებს გააცნო გენდერული კვირეულის მიზნები და  ისაუბრა პროფესიებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებზე გენდერულ ჭრილში.

03.03.2013 მრგვალი მაგიდა: სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები

1–2  მარტს სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“ –ში საერთაშორისო ორგანიზაცია  IESF საქართველოს ინიციატივითა და ორგანიზებით  ჩატარდა  შეხვედრა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის  სტუდენტური  თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. შეხვედრის თემა იყო სტუდენტური თვითმმართველობის ფუნქციების განვითარება.

02.03.2013 საქართველოს სტუდენტური ლიგის ფესტივალი

2 მარტს ზუგდიდის სპორტულ კომპლექსში გაიმართა შეხვედრა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და  აკაკი წერეთლის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდებს შორის, თამაში  შედგა  საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივით  გამართულ ფუტსალში საქართველოს სტუდენტური ლიგის ფესტივალის ფარგლებში. 

Pages