04.08.2012 სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებმა სადიპლომო ნაშრომები დაიცვეს 4 აგვისტოს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ქართული ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტებმა სადიპლომო ნაშრომები დაიცვეს |
|
03.08.2012 „Summer job“ დასაქმების პროგრამის სტუდენტები სასწავლო უნივერსიტეტში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ,,Summer job“ პროგრამის ფარგლებში დასაქმებული საქართველოს სხვადასხვა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის 45 სტუდენტი უკვე ერთ კვირაზე მეტია წარმატებით ასრულებენ დაკისრებულ ფუნქციებს |
|
23.07.2012 სტუდენტებმა ქართველი ჯარისკაცებისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს 22 ივლისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში ,,საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ" მიერ მოწყობილი გამოფენა დაათვალიერეს. |
|
20.07.2012 „სტუდენტური დასაქმების“ პროგრამა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში
დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დაიწყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „სტუდენტური დასაქმების“ პროგრამა. “ Summer job” პროგრამის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 45 სტუდენტი შეუდგა მუშაობას სასწავლო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე, არქივსა და ბიბლიოთეკაში. |
|
19.07.2012 მობილობის პროცესი 1 აგვისტოს დაიწყება... განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2012 წლის 13 ივლისის №534 ბრძანების თანახმად განისაზღვრა მობილობის ვადები. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყება 2012 წლის 1 აგვისტოს და დამთავრდება 2012 წლის 24 აგვისტოს(ჩათვლით). |
|
17.07.2012 ისწავლე დღეს დასაქმდი ხვალ! მიმდინარე წლის 16 ივლისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დაიწყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში - ,,პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები" – მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია. |
|
02.07.2012 ახალგაზრდული პარლამენტის სხდომა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 28–29 ივნისსა და 1 ივლისის შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის რიგით მეათე სხდომა ჩატარდა. სხდომაში 160–მა სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა პარლამენტარები შვიდ კომიტეტში მუშაობდნენ ორი დღის განმავლობაში, ხოლო მესამე დღეს მიღებული დადგენილებები წარადგინეს პლენარულ სხდომაზე. |
|
28.06.2012 ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითრების სააგენტოსთან 28 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითრების სააგენტომ (USAID) საქართველოს რვა უნივერსიტეტთან გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს აღნიშნულ უნივერსიტეტებში სამოქალაქო განათლების პროგრამის და კურსის დანერგვას. |
|
28.06.2012 შეხვედრა სტუდენტებთან 28 ივნისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გამართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის მონიტორმა ჯულიო სავინამ. მან სტუდენტებთან ისაუბრა იტალიის , როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის ისტორიულ და ეკონომიკურ განვითარებაზე . საუბრის დასასრულს უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს. |
|
20.06.2012 საჯარო ლექცია 20 ივნისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მეცნიერ–თანამშრომელმა მიხეილ ლაბაძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ ლაზეთი ენობრივ – ფოლკლორულ – ისტორიული თვალსაზრისით“. ლექციის დასასრულს მოეწყო დოკუმენტური ფილმის „შურიმშინეს“ ჩვენება. |