უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტის განხილვა

2017 წლის 22 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებს, უნივერსიტეტის პერსონალსა და რეგიონში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტი გააცნო. დოკუმენტზე სპეციალურმა ჯგუფმა იმუშავა, რომელიც ზსსუ-ს რექტორის ადმინისტრაციული აქტით შეიქმნა. საჯარო განხილვების შემდეგ სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტი საბოლოოდ წარედგინება ზსსუ-ს აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად.

უნივერსიტეტში საახალწლო ფლეშმობი გაიმართა

2017 წლის 22 დეკემბერს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტში საახალწლო ფლეშმობი გამართეს

ტრენინგი სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ზოგადი ინტეგრირებული მოდულების განმახორციელებისათვის.

2017 წლის 22-23 დეკემბერს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ბაზაზე სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროექტის ფარგლებში დაიგეგმა და მიმდინარეობს ტრენინგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ზოგადი ინტეგრირებული მოდულების განმახორციელებლებისათვის. ტრენინგის მიზანია ინტეგრირებული მოდულების დანერგვის მიდგომების, მონიტორინგის პროცესის, შედეგების, არსებული გამოწვევების გაცნობა. მიმდინარეობს მუშაობა ჯგუფებში მიმართულებების შესაბამისად, გზამკვლევების გაცნობა, გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება. სანიმუშო გაკვეთილების მომზადება და ჩატარება.

პროფესორ მამუკა ბერიაშვილის საჯარო ლექცია ,,სახელმწიფო, სამართალი, ადამიანი"

2017 წლის 22 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა პროექტის ,,სამართლის მიმართულების განვითარება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში“ ფარგლებში, პროფესორ მამუკა ბერიაშვლის საჯარო ლექცია თემაზე ,,სახელმწიფო, სამართალი, ადამიანი მოისმინეს." ლექცია ჩატარდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სტატუსშეჩერებულ სტუდენთა საყურადღებოდ!

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს  სტატუსის შეჩერებიდან ხუთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ  ავტომატურად უწყდებათ  სტატუსი.  ამ კატეგორიის სტუდენტებს  სტატუსის შეწყვეტიდან ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა მობილობაში.

იხილეთ ბმული..

კითხვების შემთხვევაში დარეკეთ: 591 32 42 42

 

შეხვედრა საავტომობილო მიმართულების პერსპექტიული პროფესიების გაცნობის ფარგლებში...

2017 წლის 21 დეკემბერს თეგეთა მოტორსის რუხის სასწავლო ცენტრში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ სემინარი. შეხვედრაზე მოხდა საავტომობილო მიმართულების პერსპექტიული პროფესიების გაცნობა; წარმატებული კარიერის მაგალითების მიმოხილვა, აქცენტი გაკეთდა დასაქმების პერსპექტივებზე თეგეტა მოტორსში; საუბარი იყო უნივერსიტეტსა და თეგეტას აკადემიას შორის ავტორიზებული პროგრამების განხორციელების შესაძლებლობებზე

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სამართლის მიმართულებაზე

                                                                      

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის  ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სამართლის მიმართულებაზე

ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი

სამართლის მიმართულება                                             

ასოცირებული  პროფესორი - 1  საშტატო ერთეული (სამართლის  დოქტორი, სისხლის სამართლის მიმართულებით).

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:  

   1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.

   2. გასაუბრება.     

       ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.   

      აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის პირობები განისაზღვრება ყოველწლიურად განახლებადი  ხელშეკრულებით. 

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

2. სამოტივაციო წერილი.

3. ავტობიოგრაფია.

4. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.

5. სამეცნიერო ხარისხის (ან დოქტორანტურაში სწავლის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

6.  კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.

7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი.

8. ბოლო 5 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების დამადასტურებელი დოკუმენტების სია.

10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს  კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი.

11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

12. ფიტოსურათი 2 ც  ¾.

      კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14 (ოთახი N 230), 2018 წლის 22 იანვრიდან 31 იანვრის  ჩათვლით  17  საათამდე  (შაბათ-კვირის გარდა).

     კონკურსი ჩატარდება 2018  წლის 3 თებერვალს (საბუთების განხილვა), 5 თებერვალს (გასაუბრება).

 

უნივერსიტეტში კამპანიის ,,ჩვენ მზად ვართ’’ ფარგლებში მიწისძვრის დროს ევაკუაციის სიმულაცია ჩატარდა

2017 წლის 15 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  კამპანიის ,,ჩვენ მზად ვართ’’ ფარგლებში გერმანულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ არბაითერ სამარიტერ-ბუნდმა (ASB) მიწისძვრის დროს ევაკუაციის სიმულაცია ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ლექტორებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

სიმულაცია ჩატარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით.

სპექტაკლი "დაბრუნება" ნოდარ დუმბაძის მოთხრობის "ძაღლი"-ს მიხედვით

2017 წლის 14 დეკემბერს  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის სცენაზე ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობების მიერ წარმოდგენილ იქნა სპექტაკლი „დაბრუნება „  ნოდარ დუმბაძის  მოთხრობის „ძაღლი“ მიხედვით 

Pages

Subscribe to შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი RSS