მიმდინარე წლის 23 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის? '' სტუდენტებს შორის ფინალური შეხვედრა შედგა, სადაც მონაწილეობას იღებდა სამი გუნდი, ფინალის ბოლოს უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა საუკეთესოდ მოაზროვნე გამარჯვებულ გუნდს სიგელები და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცა.