მიმდინარე წლის 28 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით წინა საახალწლო კარნავალი გაიმართა, რომელიც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის სახალისო და გასართობი ნომრებით. ღონისძიება ზუგდიდის მოცეკვავეთა  ანსამბლმა  ,, ჩელამ“ და სასწავლებლის სოლო მომღერლებმა დაასრულეს.