შოთა მესხიას ზუგდიდის  სახელმწიფო სასწავლო  უნივერსიტეტსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მრავალ ასპექტს გულისხმობს, მათ შორის, სტუდენტების სტაჟირებას პოლიციის აკადემიაში. მემორანდუმის თანახმად, მხარეები განახორციელებენ ერთობლივ სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებს, ერთმანეთს გაუზიარებენ ინტელექტუალურ და ტექნიკურ რესურსებს,  მოაწყობენ ერთობლივ სამუშაო შეხვედრებს, სემინარებს, კონფერენციებს;  ხელს შეუწყობენ სასწავლო პროგრამებსა და პროექტებში პროფესორების, ტრენერებისა და ინსტრუქტორების ჩართვას, მხარეთა შორის თანამშრომლობას პრაქტიკული სასწავლო პროგრამის  ფარგლებში.