შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ივლისში კონსტიტუციური სახელმწიფოსა და ძირითადი უფლებების შესახებ საზაფხულო სკოლას მართავს.საზაფხულო სკოლა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა  და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

საზაფხულო სკოლა მონაწილეებს სთავაზობს დისკუსიებს თანამედროვე ქართული სივრცისთვის რელევანტურ საზოგადოებრივ საკითხებზე (სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფო, დემოკრატიის პრინციპები, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები) შოთა მესხია ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის და სხვა კერძო თუ სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტთა მონაწილეობით.

საზაფხულო სკოლას გაუძღვებიან მოწვეული  პროფესორები: მათიას კუმი (ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი და სტენფორდის უნივერსიტეტი), გეორგ ლომანი (მაგდებურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი), მამუკა ბერიაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), გიორგი ვაშაკიძე (ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი).

მონაწილეთა რაოდენობა: 25 ადამიანი

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მოგვწერეთ: kethevanlataria2008@yahoo.com