სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო რექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს არჩევნებს 2017 წლის 5 ივლისიდა
რექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 10 წლის სტაჟი. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე.
2.სამოქმედო გეგმა .
3. სამოტივაციო წერილი.
4. ავტობიოგრაფია/CV
5. დიპლომის ასლი (ნოტარიალურად დამოწმებული).
6. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ნოტარიალურად დამოწმებული).
7. კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერტიფიკატების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
8. ცნობა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან კანდიდატის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
9. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
10. პირადობის მოწმობის ასლი.
11. 2 ც ფოტოსურათი ¾.
კანდიდატთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 7 აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით (ოთახი N 230, საარჩევნო კომისია) დილის 10 საათიდან 18 საათამდე მისამართზე-ზუგდიდი, ჯანაშიას ქ.№14 (შაბათ-კვირის გარდა). მობ.: 577 315749
აკადემიური საბჭოს მიერ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება 2017 წლის 18 აგვისტოს.
არჩევნები ჩატარდება 2017 წლის 19 აგვისტოს.