მობილობის პროცესი 25 ივლისს დაიწყება...

მიმდინარეობს საიტის განახლება

ანისაზღვრა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადებიგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით განისაზღვრა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები:

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2017 წლის 17 ივლისამდე.

2. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე (www. students.eqe.ge) რეგისტრაციის ვადა - 2017  წლის  25 ივლისიდან  17 აგვისტოს  18:00 სთ-მდე.

3.   მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა განცხადებების რეგისტრაციისა  და სტუდენტის პირად საქმეში არსებული დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის ვადა        2017 წლის 5 სექტემბრის   ჩათვლით.

4.  მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ  ცენტრში წარდგენის ვადა -2017 წლის 25 აგვისტოდან 11 სექტემბრის   ჩათვლით.

 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმა  ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შემდეგ  უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1.  განცხადება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის სახელზე,

2.      სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი,

3.      პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი (დედანთან ერთად,)

4.      ეეგ სერტიფიკატის ქსეროასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

5.      უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის, კურსიდან კურსზე გადაყვანის ბრძანებების დამოწმებული ასლები,

6.      სამხედრო მიწერის მოწმობის ქსეროასლი (ბიჭებისათვის),

7.      პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციის ქსეროასლები.

დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს  2017 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო სამსახურში  (მე-2 სართული, აუდ.  №214 ).

მობილობის მსურველის არჩევანი ჩაითვლება რეგისტრირებულად იმ შემთხვევაში, თუ იგი გადაიხდის მობილობის საფასურს 40 ლარის ოდენობით.  აღნიშნული თანხის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ არჩევანის გაკეთების შემდეგ ქვემოთ მოცემულ რეკვიზიტებზე:

მიმღების ბანკისახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელებახაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი - TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი-707637499 (სხვა არაკლასიფიცირებული არასაბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურების საფასური)

თანხის გადახდის შემდეგ, სტუდენტთა რეგისტრაციის ამოწურვამდე, ელექტრონული პორტალი მობილობის მსურველს კვლავ აძლევს საშუალებას, შეცვალოს განაცხადი - თავის არჩევანს დაამატოს ან ამოიღოს საგანმანათლებლო პროგრამები, შეცვალოს არჩეული პროგრამების  პრიორიტეტულობა ან გააუქმოს განაცხადი.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ:   591324242

                                                                                 568855661