2017 წლის 2 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პირველკურსელებთან შეხვედრის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. შეხვედრა გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეონა ხუფენიამ. მან სტუდენტებს, პროფესორ- მასწავლებლებს, სტუმრებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ესაუბრა უნივერსიტეტში არსებული სიახლეების შესახებ, რომლებიც საგანმანათლებლო წლის განმავლობაში მათ ელოდებათ.