2017 წლის 4 ოქტომბერს ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017” ფარგლებში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა სენაკის ბაზაზე სამეცნიერო პიკნიკი გამართა. სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი იყო 13 კარავი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ,,ლეგო ედუქეიშენის“, ზუგდიდის ტექნოპარკის მონაწილეობით. სამეცნიერო პიკნიკს სტუმრობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი. პიკნიკის ვიზიტორთა რაოდენობამ 1000- ს გადააჭარბა.

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის მიზნებია:

· სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია;

· სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით;

· ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა;

· ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის;

· საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება;

· მკვლევართა მოტივაციის ზრდა;

· განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება.