ძირითადი ფუნქციები

მიმდინარეობს საიტის განახლება

განყოფილების ფუნქციებია:

  1.  სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში ფაკულტეტის აფილირებული და სხვა აკადემიური/მოწვეული პერსონალის მონაწილეობით.
  2.  ბიბლიოთეკის სამეცნიერო ხელმძღვანელთან ერთად პასუხისმგებელია ბიბლიოთეკის სამეცნიერო ლიტერატურით შევსებაზე.
  3.  ბიბლიოთეკის სამეცნიერო ხელმძღვანელთან ერთად წარუდგენს ანგარიშს და მოხსენებას ყოველწლიურად სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს ბიბლიოთეკის საქმიანობის შესახებ.
  4. წარმოადგენს სამეცნიერო განყოფილებასთან ერთად ბიბლიოთეკას სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში.
  5. ბიბლიოთეკაში სამეცნიერო ლიტერატურის შესაბამისობის კონტროლი სილაბუსში მითითებულ ლიტერატურასთან და  ლიტერატურის რეგულარულ განახლებასა და შევსებისათვის ზრუნვა ძირითად საგანმანთლებლო ერთეულთან, პრო თანამშრომლობით.
  6. სასწავლო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენციებისთვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა.
  7. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის  წლიური სამეცნიერო შრომების რეგისტრაცია და სამეცნიერო შრომათა კრებულის გამოსაქვეყნებლად მომზადება.
  8. აკადემიური კეთილსინდისიერებისთვის ზრუნვა. პლაგიატის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების უზრუნველყოფა, ჩართულობა შიდა საუნივერსიტეტო და საერთაშორისო დონეზე.
  9. საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონულ სისტემაში (ელსევიერი) უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და პროფესორ-მასწავლებელთა ჩართულობის  ხელშეწყობა.