შიდა აუდიტის სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სასწავლო უნივერსიტეტის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
გ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
დ) სასწავლო უნივერსიტეტის მიერ სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლა და ანალიზი (შესაბამისობის აუდიტი);
ე) ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენებისა და მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ანალიზი და შეფასება (ეფექტიანობის აუდიტი);
ვ) სასწავლო უნივერსიტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით (ფინანსური აუდიტი);
ზ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით (ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი);
თ) სასწავლო უნივერსიტეტში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სასწავლო უნივერსიტეტის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და აღმოჩენა,ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
ი) სასწავლო უნივერსიტეტის პერსონალის (აკადემიური,ადმინისტრაციული და სხვა) მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი;
კ) სასწავლო უნივერსიტეტის პერსონალის (აკადემიური,ადმინისტრაციული) ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
ლ) სასწავლო უნივერსიტეტში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებებისა და სხვა საკითხების შესრულების კონტროლი.