2017 წლის 15 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  კამპანიის ,,ჩვენ მზად ვართ’’ ფარგლებში გერმანულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ არბაითერ სამარიტერ-ბუნდმა (ASB) მიწისძვრის დროს ევაკუაციის სიმულაცია ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ლექტორებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

სიმულაცია ჩატარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით.