აიზა კვარაცხელია

შესყიდვების სპეციალისტი,ზუგდიის მუნიციპალიტეტის მერია

მე ვარ აიზა კვარაცხელია,  2017წ შოთა მესხიას ზუგდიდის  სახელმწიფო სასწავლო უნივერიტეტის, ქართული ლიტერატურის ისტორიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული.2015-დღემდე ვმუშაობ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შესყიდვების სპეციალისტად.სტუდენტობის პერიოდში ვმონაწილეობდი  სხვადასხვა კონკურსში, ვმუშაობდი რამდენიმე პროექტზე, ვიყავი აქტიური სტუდენტი.

ყველა მოსწავლე ოცნებობს სტუდენტობაზე, რადგან ჰგონიათ, სკოლის რუტინული სწავლის შემდეგ უფრო მეტი თავისუფლება და საკუთარი თავის რეალიზების საშუალება ექნებათ, თუმცა ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, რომ ,,ოქროს ხანად“ წოდებულ სტუდენტურ წლებს თან სდევს მძიმე შრომა, მიზნის მისაღწევად კი უამრავი დაბრკოლების გადალახვაა საჭირო.  ეს ის წლებია, როდესაც ხვდები, რომ უკვე დიდი ხარ, შენი თავი შენ გეკუთვნის და შენი მომავალი შენზეა დამოკიდებული... ეს განცდა აქვს ყველა სტუდენტს, თუმცა, ზოგისთვის  იგი შეგრძნებად რჩება, ზოგისთვის კი შემდგომში მოქმედების გამომწვევ ბიძგად..

 ვიტყვი, რომ წარმატების საიდუმლო არ არსებობს, არსებობს წარმატებისკენ მიმავალი გზები, მთავარია, შენ კარგად ჩამოყალიბდე: რა გინდა? როგორ? და რატომ? ამის შემდეგ შენი შესაძლებლობები კონკრეტულად შეაფასო, იშრომო და საკუთარი თავი ჩამოაყალიბო სწორად მოაზროვნე ადამიანად.