მალვინა მეფორია; ინგლისურენოვანი გიდი, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმი

მე გახლავართ მალვინა მეფორია, აფხაზეთიდან. დამთავრებული მაქვს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის მიმართულებით. ვმუშაობ საკუთარი სპეციალობით დადიანების სასახლეთა ისტორიულ არქიტექტურულ მუზეუმში ინგლისურენოვან გიდად. თავს მივიჩნევ წამატებულ ადამიანად, ვინაიდან, ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მსიამოვნებს.  ბედნიერი ვარ იმით, რომ ამომწურავად ვიყენებ იმ რესურსს, რაც მომცა უნივერსიტეტში განვლილმა წლებმა, იქნება ეს ცოდნა, კომუნიაკციის უნარები თუ ღირებულებები.

სტუდენტებს ვურჩევ, რომ ყველანაირად გამოიყენონ თავიანთი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები კრეატიული მომავლის შესაქმნელად, პიროვნული ჩამოსაყალიბებლად.