მაკარ ლაგვილავა; ისტორიის მასწავლებელი,ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის გიმნაზია

ყოველთვის მიზიდავდა ჩვენი ქვეყნის წარსული, მისი სიძნელეები, რამაც შემაყვარა ზოგადად ისტორია და კვლევა.ისტორიულზე ჩაბარებით მეც მცირედი წვლილი შემეტანა სამშობლოს ისტორიის კვლევაში. სწორედ, ამიტომ ჩავაბარე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - კერძოდ ისტორიის საგანამნათლებლო პროგრამაზე.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვა ჩემს ცხოვრებაში დიდი ცვლილებების მიზეზი გახდა, მოვხვდი გარემოში, სადაც პირადი თავისუფლება, სწავლება, სტუდენტური ცხოვრება, პიროვნული განვითარებისთვის აუცილებელი პირობები იდეალურად იყო შერწყმული ერთმანეთთან. ამან ჩემში გააღრმავა რწმენა იმისა,რომ შემიძლია გავხდე ის, ვინც მინდა ვიყო.

რადგან გამოვირჩეოდი მაღალი აკადემიური მოსწრებით, პირველივე კურსიდან გავხდი  სახელმწიფო სტიპენდიანტი. სასწავლო უნივერსიტეტი ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის იყო საუცხოო სოციალური პირობების, სტუდენტთა ხელშეწყობის ადგილი. ყოველთვის მაინტერესებდა აქტიური შემოქმედებითი ცვხოვრება, ამიტომასც მუდმივად ვერთვებოდი სხვადასხვა აქტივობაში. 

მაგისტრატურის პირველ კურსზე ყოფნისას უნივერსიტეტმა სტაჟირებით მიმავლინა ,,ჯიჯი-ს ‘’ სკოლაში. გიმნაზიამ იმთავითვე ამიყვანა თანამშრომლად.

დღეს მე პედაგოგი მქვია და ამჟამდ ვმუშაობ ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიაში. ვარ კლასის დამრიგებელი. ვფიქრობ სწავლის გაგრძელებას და ჩემი მოკრძალებული წვლილით შევემატები  მკვლევართა ჯგუფს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ მეცნიერების განვითარებისთვის .