ნიკა ექონია; ბუღალტერი, სხვადასხვა კომპანიაში

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გავიარე პროფესიული პროგრამით გათვალისწინებული კურსი ბუღალტერიაში, ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ლექტორებთან, რაც დამეხმარა დამთავრებისთანავე სამსახურის დაწყებაში ამ მიმართულებით. დღეის მდგომარეობით ერთდროულად რამდენიმე საწარმოს ვუწევ ბუღალტრულ მომსახურებას, რაც არის ჩემი ძირითადი შემოსავლის წყარო, რითაც ვზრუნავ საკუთარ თავზე, მეუღლესა და ორ მცირეწლოვან შვილზე.სიმართლე გითხრათ, დიდი ხანი ვფიქრობდი გამევლო თუ არა კურსი ბუღალტერიაში, ერთ დღესაც გადავწყვიტე და გავიარე. რაც სწავლა დავამთავრე და სამსახური დავიწყე, არასდროს მინანია ამ კურსის გავლა, იმას კი ხშირად ვნანობ, რომ ეს უფრო ადრე არ გავაკეთე. პროფესიული განათლება კარიერული წინსვლის ყველაზე მოქნილი გზაა და ამას ცოტა გვინა მივხვდი და ამ შესაძლებლობით მინდა ყველას მივმართო, რომ გაიზიარონ ჩემი გამოცდილებით პროფესიული განათლების წარმატებული კარიერული წინსვლის ცოცხალი  მაგალითი.