2017 წლის 27 დეკემბერს განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში შედგა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბჭოს სხდომა, სადაც ერთ-ერთ საკითხად განიხილებოდა სსიპ -შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატების საკითხი. ავტორიზაციის საბჭომ ერთხმად დადებითად გადაწყვიტა გატანილი საკითხი და შედეგად სასწავლო უნივერსიტეტმა დაიმატა 3 პროფესიული საგანმანათლებლო (მოდულური) პროგრამა: ბუღალტრული აღრიცხვა მე-5 საფეხური, კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი მე-5 საფეხური, ინფორმაციის ტექნოლოგია მე-3 საფეხური.