ელმირა გაბისკირია;ფინანსური მენეჯერი,სასტუმროების ქსელი_„იბერია პალასი“, „მარსი“

2012  წელს მაღალი აკადემიური მოსწრებით  დავამთავრე შოთა მესხია ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობა. სწავლის პერიოდში ვიყავი სახელმწიფო სტიპენდიანტი. მესხიას უნივერსიტეტში მეგობრული გარემოს გარდა ყველაზე მეტად მომწონდა უნივერსიტეტის ხელშეწყობა სტუდენტების კარიერული წინსვლის საქმეში. მე პირადად მაქსიმალურად ვიყენებდი არსებულ შესაძლებლობას, სწავლის პარალელურად აქტიურად ვზრუნავდი პროფესიული განვითარების ამაღლებაზე. ვმუშაობდი სხვადასხვა ორგანიზაციაში. მივიღე სამუშაო გამოცდილება  საბანკო სტრუქტურაში,ასევე სტატისტიკის ეროვნულ სააგენტოში. ჩემმა სამუშაო გამოცდილებამ კარიერული წინსვლას მისცა დასაბამი. დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ ერთ-ერთ წარმატებულ ადამიანად მაქცია. ამჟამად ვმუშაობ  სასტუმროების სქელში კერძოდ   „იბერია პალასში’’ და  „მარსში’’ ფინანსური მენეჯერის პოზიციით. თუმცა, მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე არ ამომიწურავს ჩემი შესაძლებლობები და კარიერული წინსვლისთვის კიდევ ბევრის გაკეთებას ვაპირებ. დამწყებ სტუდენტებს მოვუწოდებ მაქსიმალურად გამოიყენონ სწავლის პერიოდი და იყვნენ აქტიურები.