ქრისტინე ჯახაია;დიალიზის მედდახელოვნური თირკმლის დეპარტამენტი,ზუგდიდის რეფერალური ჰოსპტალი

 

2013 წელს ჩავაბარე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ექთნის უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. პირველივე დღიდან უნივერსიტეტში შექმნილმა გარემომ გამიჩინა მოტივაცია, რომ კარგად მესწავლა და წარმატებული სტუდენტი ვყოფილიყავი.  პროგრამის ფარგლებში ექთნის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის სხვადასხვა განყოფილებაში ვღებულობდი. დამთავრებისთანავე, როგორც კარგ სტაჟიორს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ხელოვნური თირკმლის დეპარტამენტში დიალიზის მედდის პოზიციაზე მუშაობა შემომთავზეს. ამჟამად ვარ ძალიან კარგი გუნდის წევრი და ჩემი წვლილი შემაქვს ადამიანების გადარჩენის საქმეში.