I.2017–2018 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრისათვის  სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტატუსის აღდგენისა და შიდა მობილობის მსურველ სტუდენტებს შეუძლიათ განცხადებების რეგისტრაციია 2018  წლის 19 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით.

II.შიდა მობილობის/აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტებისთვის  გავლილი კრედიტების აღიარების შესახებ შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელების (უფლებამოსილი პირების) მიერ  დასკვნების  წარმოდგენისა და  სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) ვადა განისაზღვრა  2018 წლის 10 თებერვლიდან   15 თებერვლის ჩათვლით. 

III.სტუდენტების სტატუსის აღდგენისა და  შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ რექტორის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი გაფორმდება 2017-2018 სასწავლო წლის 17 თებერვლის ჩათვლით.