საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მერვე ნაკადს. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტაჟიორობის მსურველმა სტუდენტმა მიმართოს შესაბამის უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებას-შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს და განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე  ბიუროს მიერ  სტაჟირების რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს ერთი თვისა,  ანუ მიმდინარე წლის 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, და შეავსოს თანხმობის ფორმა (დანართი 1)

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ:

  • ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ან  მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA თ (მინიმუმ 3.0 )
  • იმ პირებს, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა  ზემოხსენებული აკადემიური მოსწრებით, მათ მიერ საგანმანათლებლო პროგრამის  დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და განაცხადეს წერილობითი თანხმობა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში  ჩართვასთან დაკავშირებით. 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:  სასწავლო პროცესის მართვის სამსახური, ოთახი 214, მობ.: 591324242;  568855661