რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები

მიმდინარეობს საიტის განახლება

პირველი ეტაპი:1.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ რიგგარეშე მობილობით ჩასარიცხ სტუდენტთათვის ვაკანტური ადგილების შესახებ წერილობითი განაცხადის (თანდართული ელექტრონული ფორმა) ცენტრში წარდგენის ვადა - 2018 წლის 23 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით;

2. რიგგარეშე მობილობით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ატვირთვის ვადა - 2018 წლის 26 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით;
მეორე ეტაპი:
2. მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა - 2018 წლის 26 თებერვლიდან 19 მარტის ჩათვლით;
3. მიმღები დაწესებულების მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) ვადა - მიმღები უმაღლესი დაწესებულების მიერ დადგენილი ვადები.
მესამე ეტაპი:
1. რიგგარეშე მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარდგენის ვადა - 2018 წლის 27 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით;
2. სამართლებრივი აქტების პროექტებზე ცენტრის მიერ დასკვნების გაცემის ვადა - 2018 წლის 28 თებერვლიდან 29 მარტის ჩათვლით;
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის ვადა - 2018 წლის 30 მარტის ჩათვლით.
მეოთხე ეტაპი:
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ბრძანების საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში ასახვის ვადა - ბრძანების გამოცემიდან 2 (ორი) სამუშაო ვადაში;
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ბრძანების ცენტრში წარდგენის ვადა - ბრძანების გამოცემიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.