შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის  ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

  საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი:

1. ბიზნესის მიმართულება-  ასოცირებული  პროფესორი (ეკონომიკის  დოქტორი) - 1  საშტატო ერთეული.                                                 

2. ჯანდაცვის მიმართულება - ასოცირებული  პროფესორი (აფილირებული) ფარმაციის დოქტორი)  - 1  საშტატო ერთეული;

3. სამართლის მიმართულება - ასოცირებული  პროფესორი - 3  საშტატო ერთეული (სამართლის  დოქტორი, სამოქალაქო სამართლის მიმართულებით).

 კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

   1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.

   2. გასაუბრება.    

ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი  ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

  კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

2. სამოტივაციო წერილი.

3. ავტობიოგრაფია.

4. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.

5. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

6.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.

7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან ცნობა სამსახურიდან.

8. ბოლო 5 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების  სია.

10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს  კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი.

11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

12. ორი ფოტოსურათი.

 კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ( მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14),  2018 წლის   16 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით  17  საათამდე  (შაბათ-კვირის გარდა).

     კონკურსი ჩატარდება 2018  წლის 27 აპრილს (საბუთების განხილვა), 28 აპრილს (გასაუბრება).