მიმდინარე წლის 15 მარტს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეში სტუმრად იმყოფებოდა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის პროგრამის    DARE (Developing programs for Access of Disadvantaged groups of people and Regions to Higher Education) მონიტორინგის ჯგუფი, სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორი ევროპის ხუთი უნივერსიტეტიდან:

გასპარ როს ბეროუზო -მურსიის უნივერსიტეტი, ესპანეთი,

ოვიდიუ გავრილოვიჩი - იასის ალექსანდრ იოან გუზას უნივერსიტეტი, რუმინეთი,

მარტინ ვრუბელი - მასარიკის უნივერსიტეტი, ჩეხეთის რესპუბლიკა,

 მი ფუნგ ლიი - გაერთიანებული სამეფო.

რეიჩელ პეარი - ჰაიფას უნივერსიტეტი, ისრაელი.

(DARE) არის საერთაშორისო პროექტი "Erasmus + Key Action 2", რომელიც დაფუძნებულია ევროკავშირის საგანმანათლებლო, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს  ("EACEA") მიერ და მიზნად ისახავს    უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას,  ინკლუზიური განათლებისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე სტუდენტების სოციალური ინტეგრაციის უზრუნველყოფას, მხარდაჭერასა და მომსახურებას სასწავლო პროცესში. ესენი არიან:  მცირეწლოვანი შვილების სტუდენტი დედები, ეთნიკური უმცირესობები,  დევნილები, მენტალური და ფიზიკური  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტები...

სტუმრებმა დაათვალიერეს ამ პროექტის ფარგლებში სასწავლო უნივერსიტეტში ბოლო ორ წელიწადში ადაპტირებული გარემო, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი, სასწავლო სამზარეულო, ბაგა-ბაღის ოთახი და ლაბორატორიები. ასევე მოისმინეს ანგარიშები პროექტის ფარგლებში ჩატარებული სისტემური ცვლილებების შესახებ როგორც სასწავლო პროცესში, ასევე ადმინისტრაციულ საკითხებში.

 

         frost_0.JPG        P3153209.JPG

         P3153251.JPG        P3153284.JPG

        P3153298.JPG          P3153327.JPG