ახალგაზრდული კლუბი აგრძელებს მუშაობას მომავალი აქტივობების განსახორციელებლად.
15 პრილს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიული განათლების განვითარების სამსახურის ბაზაზე ახალგაზრდული მუშაკის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სპორტული შეჯიბრება ფეხბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში. ღონისძიება დაიგეგმა ,,მესხიაუნის ახალგაზრდული კლუბის“ ინიციატივით.
შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც კლუბის წევრებმა, ასევე სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა და უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ორივე სახეობის შეჯიბრში გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცათ სიმბოლური პრიზები.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი საინტერესო სიახლეებით გიბრუნდებათ ! ზვიად გამსახურდიას იუბილესა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმთან დაკავშირებით უნივერსიტეტში 31 მარტს, 13:00 სთ-ზე ჩატარდება საჯარო ლექცია. საჯარო ლექციას წაიკითხავენ: • კონსტანტინე გამსახურდია • გელა ჩილაჩავა - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი • მაია ღუღინიშვილი - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის III კურსის სტუდენტი. გელოდებით, უნივერსიტეტში ხვალ, 31 მარტს 13:00 საათზე !
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასიხარული სიახლეებით გიბრუნდებათ ჩვენი უნივერსიტეტის უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს! უკვე შეგიძლიათ 50% შეღავათით იმგაზვროთ ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო ტრანსპორტით. ამისთვის გჭირდებათ სტუდენტური ბარათი, რომლის ასაღებად შეგიძლიათ მიაკითხოთ ქ. ზუგდიდის საქართველოს ბანკის ფილიალს. რეკომენდაცია - თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ბედნიერ დღეს გისურვებთ სტუდენტებო !
დღეს 25 მარტია ხუთშაბათი და ლოგიკურია, რომ დროა ვისაუბროთ რესურსებზე, რომლებსაც შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი გვთავაზობს. ეპიდ მდგომარეობისა და დისტანციური სწავლების პერიოდში მოთხოვნა და საჭიროება გაიზარდა ელექტრონულ სახელმძღვანელოებსა და გამოცემებზე. ამიტომაც, დღევანდელ პოსტს მივუძღვნით ელ. რესურსებს, რომლებიც გვჭირდება სწავლის პროცესის პროდუქტიულობისა და ეფექტურობის გაზრდისთვის. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ვებ გვერდზე, საერთაშორისო საბიბლიოთეკო ბაზების განყოფილებაში არსებულ თითოეულ ბაზას და მის შესაძლებლობებს მიმოვიხილავთ. საწყის ეტაპზე ჩამოვთვალოთ ყველა საერთაშორისო საბიბლიოთეკო ბაზა: SAGE publications SAGE Journals Elgar online Bio one The New England journal of medicine The royal society journals Cambridge core Duke University press Open edition დღეს დეტალურად გაგაცნობთ SAGE publications შექმნის ისტორიასა და მოგაწვდით ინფორმაციას მისი რესურსების შესახებ. გამომცემლის აღწერა სარა მილერ მაკკუნმა დააარსა SAGE გამომცემლობა 1965 წელს გამოსაყენებელი ცოდნის გავრცელებისა და გლობალური საზოგადოების განათლების მხარდასაჭერად. SAGE არის ინოვაციური, მაღალი ხარისხის შინაარსის წამყვანი საერთაშორისო მიმწოდებელი, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს 900-ზე მეტ ჟურნალსა და 800-ზე მეტ ახალ წიგნს, რომელიც მოიცავს ფართო სპექტრის საგნებს. საბიბლიოთეკო პროდუქტების მზარდი არჩევანი მოიცავს არქივებს, მონაცემებს, შემთხვევების შესწავლას და ვიდეოს. SAGE რჩება დამფუძნებლის საკუთრებაში და მისი სიცოცხლის შემდეგ გახდება საქველმოქმედო ტრესტი, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის მუდმივ დამოუკიდებლობას. ძირითადი ოფისები მდებარეობს ლოს-ანჯელესში, ლონდონში, ახალ დელიში, სინგაპურში, ვაშინგტონში და მელბურნში.
აქვე დაგასპოილერებთ და გეტყვით, რომ ამ მიმართულებით დღევანდელი პოსტი დასაწყისია... ამიტომაც, ამ და სხვა საინტერესო,მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასაგებად ადევნეთ თვალი ჩვენს ფბ და ვებ გვერდებს.