3 მაისს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო სამეცნიერო სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ზაალ ქორთუამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: "შოთა მესხია – საქართველოს ისტორიის აღიარებული მკვლევარი". ლექცია მიეძღვნა გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ – კორესპონდენტის შოთა მესხიას დაბადებიდან 95–ე წლისთავს.