შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ავტორიზაცია მიენიჭა. ავტორიზაციის პროცესი ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით განხორციელდა. ავტორიზაციის ვადა 6 წელს შეადგენს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ წარმატებას!