2019 წლის 25 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ Erasmus+ პროექტ STAR-ის ფარგლებში დაგეგმილ მე-6 შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა მასარიკის უნივერსიტეტში, ჩეხეთის ქალაქ ბრნოში.

შეხვედრაზე სასწავლო უნივერსიტეტმა წარადგინა მათ მიერ შესრულებული აქტივობები CPD ერთეულის გასავითარებლად. განხილული იქნა საერთაშორისო ციფრული პლატფორმით სარგებლობის წესები, რომელიც განკუთვნილია საქართველოსა და ჩინეთისთვის გამოცდილების ურთიერთგაზიარებისთვის.

პროექტის ფარგლებში უკვე შემუშავდა და დაიბეჭდა „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების სახელმძღვანელო“ ინგლისურ ენაზე, რომელიც საშუალებას აძლევს სასწავლო უნივერსიტეტის გადამზადებულ ტრენერებს ჩაატარონ მაღალკვალიფიციური ტრენინგები აკადემიური პერსონალისთვის სწავლა-სწავლების ინოვაციურ მეთოდებზე.

2016 წელს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა Erasmus+ ის ფარგლებში მოიპოვა უნივერსიტეტთა შესაძლებლობების გაძლიერების გრანტი პროექტზე „სიცოცხლისუნარიან სწავლაზე ორიენტირებული სწავლება მაღალკვალიფიციური გამოცდილება საქართველო და ჩინეთისთვის“

Image 2_2.png  Image 1_1.png