უფასო პროგრამები შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში!გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 5 საგანმანათლებლო პროგრამა დაფინანსდა სრულად.

იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები, საშუალება აქვთ უფასოდ ისწავლონ უნივერსიტეტის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

 1. ისტორია (20 ადგილი)

                                                       2. ქართული ფილოლოგია (20 ადგილი)

                                                       3. ინგლისური ფილოლოგია (20 ადგილი)

                                                       4. საჯარო მმართველობა (35 ადგილი)

აღნიშნულ პროგრამებს 2019-2020 სასწავლო წლიდან დაემატება „ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა“.

აბიტურიენტებს შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების არჩევანში ცვლილების შეტანა აპელაციის შედეგების გამოცხადების მომდევნო დღემდე.

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო განაცხადების წარდგენის ბოლო დღეა 2019 წლის 13 აგვისტო. აპელაციის შედეგების გამოცხადების ვადა იხილეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე www.naec.ge

ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონებზე: 591 32 42 42

595 09 72 09