განისაზღვრა „2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მობილობის, სტატუსის აღდგენის და შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები

1. 2019–2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 21 აგვისტოს 18.00საათამდე.

2. 2019–2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტატუსის აღდგენისა და შიდა მობილობის მსურველ სტუდენტთა განცხადებების რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 16 სექტემბრამდე (ჩათვლით).

3. სტატუსის აღდგენისა და შიდა მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის გავლილი კრედიტების აღიარების შესახებ შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელების (უფლებამოსილი პირების) მიერ დასკვნების წარმოდგენის ვადა განისაზღვრა 2019-2020 სასწავლო წლის 19 სექტემბრამდე (ჩათვლით).

4. 2019–2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტთა განცხადებების რეგისტრაციისა და სტუდენტის პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 21 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით.

5. აღნიშნული სტუდენტებისთვის გავლილი კრედიტების აღიარების შესახებ შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელების (უფლებამოსილი პირების) მიერ დასკვნების წარმოდგენის ვადა განისაზღვრა მიმდინარე სასწავლო წლის 13 სექტემბრამდე (ჩათვლით).

6. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ რექტორის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის პროექტი გაფორმდეს და აისახოს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 2019-2020 სასწავლო წლის 16 სექტემბრის ჩათვლით.

7. სტუდენტების სტატუსის აღდგენის, შიდა მობილობითა და მობილობით ჩარიცხვის შესახებ რექტორის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი გაფორმდეს 2019-2020 სასწავლო წლის 1 ოქტომბრამდე.

8. მობილობით გადასულ სტუდენტებზე სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანებიდან ამონაწერი (თანდართული დოკუმენტებით) გაიცეს მომართვიდან ერთი კვირის განმავლობაში;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ 591 32 42 42

568 855 661

ან მიმართეთ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს, (ოთახი 114)