შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი სენაკის ბაზაზე 2019 წლის 13 სექტემბრიდან აცხადებს კონკურსს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირებით სწავლების გასახორციელებლად ინტეგრირებული სწავლების მასწავლებლის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად მიმართულებების მიხედვით

ა)კომუნიკაცია (ქართულ ენაზე) -1 საშტატო ერთეული;

ბ)მათემატიკური წიგნიერება -1 საშტატო ერთეული;

გ) მოქალაქეობა -1 საშტატო ერთეული;

დ) მეწარმეობა- 1 საშტატო ერთეული;

ე) მეცნიერება- 4 საშტატო ერთეული;

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.

2. გასაუბრება.

კონკურსანტი ვალდებულია კონკურსის დღეს წარმოადგინოს ინტეგრირებული მოდულის განხორციელების კონცეფცია პრეზენტაციის სახით.

მასწავლებლად არჩევის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველწლიურად განახლებადი ხელშეკრულებით.

1. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

ბ) ავტობიოგრაფია.

გ) დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.

დ)კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში/ სემინარებში/ ტრენინგებში მონაწილეობის /საგნობრივი გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტების/სერტიფიკატების ასლები.

ე) შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი (არსებობის შემთხვევაში)/ცნობა სამუშაო ადგილიდან;

ვ)პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

ზ) ორი ფოტოსურათი.

სასწავლო უნივერსიტეტში ინტეგრირებული სწავლების მასწავლებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს შემდეგი პირობებიდან მინიმუმ ერთ-ერთ მოთხოვნას:

ა)კომუნიკაცია (ქართულ ენაზე)

ü ზოგადი განათლების საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების სამწლიანი გამოცდილება;

ü საგნობრივი გამოცდით დადასტურებული ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია;

ü ბაკალავრი სპეციალობით „ქართული ფილოლოგია“ (მასწავლებლობის უფლებით - გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა ან პროფესიული განათლების პედაგოგიური კურსი; სხვა შემთხვევაში, პედაგოგიური კურსის გავლა სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);

ü მაგისტრი სპეციალობით „ქართული ფილოლოგია“ (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);

ü ფილოლოგიის დოქტორი (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს).

ბ) მათემატიკური წიგნიერება

· ზოგადი განათლების საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე მათემატიკის სწავლების სამწლიანი გამოცდილება;

· საგნობრივი გამოცდით დადასტურებული მათემატიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია;

· ბაკალავრი სპეციალობით მათემატიკა (მასწავლებლობის უფლებით - გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა/პროფესიული განათლების პედაგოგიური კურსი; სხვა შემთხვევაში, პედაგოგიური კურსის გავლა სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);

· მაგისტრანტი სპეციალობით „მათემატიკა“ (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);

· მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს).

გ) მოქალაქეობა

· ზოგადი განათლების საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე საგნების - „ისტორია“ და „სამოქალაქო განათლება“ - სწავლების სამწლიანი გამოცდილება;

· საგნობრივი გამოცდით დადასტურებული ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის კვალიფიკაცია (თუკი საგნობრივი გამოცდა მხოლოდ ისტორიაშია ჩაბარებული, სავალდებულოა გადამზადება სამოქალაქო განათლებაში);

· ბაკალავრი სპეციალობით „ისტორია“ (მასწავლებლობის უფლებით - გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა/პროფესიული განათლების პედაგოგიური კურსი; სხვა შემთხვევაში, პედაგოგიური კურსის გავლა სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს) და გადამზადების კურსი სამოქალაქო განათლებაში;

· მაგისტრი სპეციალობით „ისტორია“ (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკასა და სამოქალაქო განათლებაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);

· ისტორიის/სოციალურ პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს).

დ) მეწარმეობა

· ზოგადი განათლების საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე საგნის „გეოგრაფია“ სწავლების სამწლიანი გამოცდილება;

· საგნობრივი გამოცდით დადასტურებული გეოგრაფიის მასწავლებლის კვალიფიკაცია (მოთხოვნილი იქნება გადამზადება სამოქალაქო განათლებაში);

· ბაკალავრი სპეციალობით ეკონომიკური მეცნიერებები/ბიზნეს ადმინისტრირება/საზოგადოებრივი გეოგრაფია (მასწავლებლობის უფლებით -გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა/პროფესიული განათლების პედაგოგიური კურსი და სამოქალაქო განათლებაში გადამზადების კურსი; სხვა შემთხვევაში, პედაგოგიური კურსის

გავლა და სამოქალაქო განათლებაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);

· მაგისტრი სპეციალობით ეკონომიკური მეცნიერებები/ბიზნეს ადმინისტრირება/საზოგადოებრივი გეოგრაფია (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკასა და სამოქალაქო განათლებაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);

· ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკასა და სამოქალაქო განათლებაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს).

ე) მეცნიერება

მოდული ოთხ კომპონენტს აერთიანებს (ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია და გეოგრაფია). პრიორიტეტი მიენიჭება ინტეგრირებული სწავლების მასწავლებლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად აპლიკანტს, რომელსაც ზემოჩამოთვლილთაგან ორი ან მეტი საგნის სწავლების კვალიფიკაცია აქვს.

· ზოგადი განათლების საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე ფიზიკის და/ან ქიმიის და/ან ბიოლოგიის და/ან გეოგრაფიის სწავლების სამწლიანი გამოცდილება;

· საგნობრივი გამოცდით დადასტურებული ფიზიკის და/ან ქიმიის და/ან ბიოლოგია და/ან გეოგრაფიის მასწავლებლის კვალიფიკაცია;

· ბაკალავრი სპეციალობით ფიზიკა/ქიმია/ბიოლოგია/ფიზიკური გეოგრაფია (მასწავლებლობის უფლებით - გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა/ პროფესიული განათლების პედაგოგიური კურსი; სხვა შემთხვევაში, პედაგოგიური კურსის გავლა სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);

· მაგისტრი სპეციალობით ფიზიკა/ქიმია/ბიოლოგია/ფიზიკური გეოგრაფია (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);

· ა) ფიზიკის/ქიმიის/ბიოლოგიის/გეოგრაფიის დოქტორი (სავალდებულოა პედაგოგიკაში გადამზადება);

ბ) ექიმი/მედიცინის დოქტორი (სავალდებულოა პედაგოგიკაში გადამზადება).

კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14), 2019 წლის 16 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით 17:30 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).

კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 4 ოქტომბერი (საბუთების განხილვა), 10 ოქტომბერი (გასაუბრება).