რეგიონული ტურისტული გიდის მომზადების პროგრამა მიზნად ისახავს ცვლილებაზე და ინოვაციაზე ორიენტირებული ადგილობრივი ტურისტული გიდების გადამზადებას. ტურისტულ ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს კურსი დაეხმარება განავითარონ გიდის რიგი საკვანძო პროფესიული უნარ-ჩვევები და იმავდროულად შეიძინონ რეგიონალური თავისებურებების გათვალისწინებით ტურისტული პროდუქტის შექმნის საბაზო კომპეტენცია და გამოცდილება. ამგვარად, კურსი ემსახურება რეგიონში ტურისტული ინდუსტრიის შემდგომი განვითარების ხელშეწყობას, რეგიონში არსებული უნიკალური ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის მეტად გამოვლენას და ეფექტიანად გამოყენებას.

კურსი მოიცავს შემდეგ ძირითად თემებს:

· ტურიზმის და მოგზაურობის ინდუსტრია და ტურისტული გიდის სამუშაო

· საერთაშორისო დარგობრივი სტანდარტები და ეთიკის ნორმები

· ტურისტული პროდუქტის კონცეფცია

· ექსკურსიის შექმნა და საამბო ტექსტის შემუშავება

· ობიექტის დემონსტრაცია

· ჯგუფის გაძღოლა

· უსაფრთხოების საკითხები

სასწავლო პროგრამის შექმნა ინიცირებული და დაფინანსებულია USAID -ის პროექტი „ზრდას“ მიერ. პროგრამის შემუშავებისა და დანერგვის საქმიანობებს წარმართავს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC).

ვის შეუძლია კურსში მონაწილეობა

· გიდის პროფესიით დაინტერესებულ სულ მცირე საშუალო განათლების მქონე პირებს;

· ტურიზმის ან მომიჯნავე დარგების სპეციალობების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;

· სასურველია აპლიკანტს ჰქონდეს ტურიზმის და/ან მასთან დაკავშირებულ სფეროში საქმიანობის გარკვეული გამოცდილება;

· სასურველია მონაწილემ იცოდეს სულ მცირე ერთი უცხო ენა.

პირველი საპილოტე კურსი მონაწილეებისთვის უფასო იქნება. კურსის სააუდიტორიო მეცადინეობების სრული ხანგრძლივობა 36 საათია. დაგეგმილია 12 სამსაათიანი მეცადინეობა. კურსი დაიწყება 22 ოქტომბერს და დასრულდება 5 დეკემბერს. კვირაში ჩატარდება 2

მეცადინეობა. რიგ შემთხვევაში - სამი. კურსი ჩატარდება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მისამართი: ჯანაშიას ქ. #14, ზუგდიდი

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონული სახით შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: mananasamushia@zssu.edu.ge

გთხოვთ განაცხადის ფორმა იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე: განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 8 ოქტომბერი.

წარდგენილი განაცხადების განხილვის შემდეგ სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაუკავშირდება შერჩეულ კანდიდატებს არაუგვიანეს 14 ოქტომბრისა.

ჯგუფში მსმენელების რაოდენობა არ აღემატება 20 მონაწილეს

კურსის წარმატებით დასრულებისა და სერტიფიკატის მიღებისათვის მონაწილე აქტიურად უნდა იყოს ჩართული პროგრამის მსვლელობაში, უნდა ასრულებდეს კურსით გათვალისწინებულ სავარჯიშოებსა და საკურსო დავალებებს.