30 სექტემბერს, ზუგდიდში, რუხი მოლის ტერიტორიაზე გაიმართება მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019 -ის დახურვის საზეიმო ცერემონიალი. სამეცნიერო პიკნიკს, 14 სთ-ზე გახსნის შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თ. ხუფენია. ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლები და სამეცნიერო - კვლევითი ცენტრები.

პიკნიკზე წარმოდგენილ სამეცნიერო და ინოვაციურ პრეზენტაციებს გაეცნობიან მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები, სტუდენტები, ფართო საზოგადოების წარმომადგენლები, ჩამოსული სტუმრები.

17 სთ-ზე რუხის ციხის შიდა ეზოში გაიმართება ღონისძიების დასკვნითი ნაწილი - საზეიმო კონცერტი