ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს (SNMCMG2) შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ. შენაერთის შემადგენლობაში შედის საფლაგმანო ხომალდი - ITS VESUVIO (იტალია) და ხომალდი TCG AMASRA (თურქეთი). ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს კაპიტანი ალესანდრო ფალკონე ხელმძღვანელობს. სტუდენტებს ქონდათ შესაძლებლობა ორივე გემი დაეთვალიერებინათ და ეკიპაჟის წევრებისგან მოესმინათ გემის დანიშნულების და ფუნქციის შესახებ ინფორმაცია.
ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ვიზიტი საქართველოში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან არსებული წარმატებული საზღვაო თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია და წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერის მორიგ დადასტურებას. ნატოს გემებს სტუდენტები საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ესტუმრნენ.