სასწავლო უნივერსიტეტმა სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის   2020 წლის  19 მაისის  გადაწყვეტილებით ,,დეკორატიული მებაღეობის“ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში  ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების  ინტეგრირების უფლება  მოიპოვა, რომელსაც განახორციელებს სენაკის ბაზაზე. აღნიშნულ პროგრამაზე  საბაზო განათლების მქონე პირის მიერ  ჩარიცხვისა და  სწავლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ის  მიიღებს  პროფესიულ დიპლომს, რომელიც რასებული კანონმდებლოს  შესაბამისად გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან-ატესტატთან.