გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შინმოვლის პროფესიული გადამზადების ტრენინგ-კურსები

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2020 წლის 12 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით წარმატებით განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შინმოვლის პროფესიული გადამზადების ტრენინგ-კურსები. აღნიშნული მიზნად ისახავდა ბინაზე ავადმყოფის მოვლის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას და ამ მიმართულებით მომავალი ტრენერების მომზადებას. ტრენინგის მონაწილეები იყვნენ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და ფოთის პროფესიული კოლეჯის „ფაზისის“ წარმომადგენლები. ტრენინგებს უძღვებოდა გაეროს განვითარების პროგრამის კონსულტანტი, შინმოვლის პროგრამის კოორდინატორი, ქალბატონი მერი ვაშაკიძე. ტრენინგის მონაწილეებს შეხვდა უნივერსიტეტის რექტორი, რომელმაც ისაუბრა პროგრამის მნიშვნელობაზე და პრობლემის აქტუალობაზე, რექტორმა წარმატება უსურვა მომავალ ტრენერებს. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

       20201016_145219.jpg   DSC_1334.JPG\

       20201016_174144.jpg   DSC_1331.JPG

       DSC_1306.JPG  DSC_1312.JPG