სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების განვითარების სამსახურის ბაზაზე ახალგაზრდული მუშაკის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა ,,მესხიაუნის ახალგაზრდული კლუბი“, რომელსაც კოორდინაციას უწევენ ახალგაზრდული მუშაკები.

ახალგაზრდულმა მუშაკებმა კლუბის წევრებთან სამი თვის განმავლობაში ჩაატარეს შეხვედრები და აქტივობები როგორც პირდაპირ, ასევე ონლაინ სივრცეში სხვადასხვა თემებზე: გუნდის შეკვრა და ლიდერობა, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის ტექნიკა, ახალგაზრდების საჭიროებების იდენტიფიკაცია, ინტერესების გამოვლენა და ინტერესთა ჯგუფების ჩამოყალიბება, კრიტიკული აზროვნება და მოლაპარაკების უნარების განვითარება.

კლუბის წევრებმა ასევე განახორციელეს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია და მიიღეს მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის პირველი გამოცდილება.

ახალაგაზრდული კლუბი აგრძელებს მუშაობას მომავალი აქტივობების განსახორციელებლად.

თვალი გვადევნეთ და შემოგვიერთდით.

         127839147_4285275934822235_5217303488606183006_n.jpg 130856951_879411592594684_7360683258469659333_n.png

         133602641_4370728469610314_4935938463717668276_n.jpg me2.jpg