შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2021 წლის 17 მარტიდან აცხადებს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი სტუდენტის არჩევნებს წარმომადგენლობითი საბჭოში ასარჩევი წევრის რაოდენობა განისაზღვროს 1 (ერთი) წევრი სტუდენტით (საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი).
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
1. განცხადება საარჩევნო კომისიის სახელზე.
2. სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა).
კანდიდატთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ( მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14), 2021 წლის 22 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა). არჩევნები ჩატარდება 2021 წლის 30 მარტს.