შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2021 წლის 22 მარტიდან აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.

2. გასაუბრება.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილედ შეიძლება არჩეულ იქნეს სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ან/და ასოცირებული პროფესორი, რომელსაც აქვს ადმინისტრაციულ/აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ოთხი წლის გამოცდილება.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

2. სამოტივაციო წერილი.

3. ავტობიოგრაფია.

4. სამოქმედო გეგმა.

5. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან/და ცნობა სამსახურიდან.

6. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

7. ორი ფოტოსურათი.

კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14), 2021 წლის 23 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით 17:30 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).

კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 8 მაისს (საბუთების განხილვა), 10 მაისს (გასაუბრება).