საინტერესო და პერსპექტიული დასაქმების შეთავაზება ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ან/და კურსდამთვარებულთათვის გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში თავისუფალი სამუშაო გრაფიკით (ანაზღაურება გამომუშავებით).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კომპანიები ამბიციურ და მოტივირებულ ახალგაზრდებს იწვევს, რომელთაც აქვთ კერძო ბიზნესსა და გაყიდვების სფეროში პრაქტიკის დაგროვების და განვითარების სურვილი!
ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაცია შეუძლიათ იხილონ ბმულზე: http://www.jobs.silknet.com/jobs-war/welcome.do?page=vacancyDetail&id=4822
ვაკანსიაზე განაცხადის გასაკეთებლად, აპლიკანტი უნდა გადავიდეს საიტზე jobs.silknet.com , რომელზეც განთავსებულია კომპანიის ყველა ვაკანსია, ერთჯერადად გაიაროს რეგისტრაცია და შექმნას თავისი ელექტრონული რეზიუმე (CV). ამის შემდეგ, აპლიკანტი შეძლებს მისთვის სასურველ ვაკანსიაზე გააკეთოს განაცხადი და დაარეგისტრიროს რეზიუმე (CV).