სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ბიოლოგოიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“ თანამშრომლობით  აცხადებს მოკლე სასწავლო კურსს - “თხილის ბიოწარმოება სერტიფიცირებული კურსი საველე ტრენერებისათვის“. კურსის მიზანია, მოამზადოს საველე ტრენერები, რომლებიც შეძლებენ განახორციელონ ფერმერთა კონსულტირება თხილის ბიოწარმოების საკითხებზე.

მონაწილეობა შეუძლიათ საველე ტრენერებად მუშაობით დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • ასაკი - 18-50 წელი;
  • განათლება - სასურველია უმაღლესი ან პროფესიული აგრონომიული განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება - პრაქტიკული გამოცდილება სოფლის მეურნეობაში, სასურველია თხილის წარმოებაში;
  • უნარები - კომუნიკაციის კარგი უნარი, პასუხისმგებლობა, დაკვირვებულობა, ქართულ ენაზე წერილობით აზრის გადმოცემის კარგი უნარი, დეტალებისათვის ყურადღების მიქცევის უნარი;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი (internet, word, excel);

შენიშვნა: კურსის მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ ონლაინ კურსში ჩართვის საშუალება; დასაქმების შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ საველე ტრენერები ახორციელებენ საველე მუშაობას სამეგრელოს და/ან იმერეთის (ვანის) სოფლებში.

კურსი ჩატარდება დისტანციურად/ონლაინ თეორიული, ხოლო პირისპირ პრაქტიკული საველე მეცადინეობები , 2021 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში (სულ 10 სალექციო და 7 საველე დღე, სალექციო დღის ხანგრძლივობა 3-4 საათი).

კურსის მონაწილეების შერჩევა მოხდება დაინტერესებული პირების მიერ მოწოდებულ დოკუმენტების საფუძველზე.

მონაწილეების მსურველებმა 2021 წლის 22 აპრილამდე უნდა გამოგზავნონ CV და ინტერესის გამოხატვის წერილი მისამართებზე: hazelnut@elkana.org.ge.

კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: 597 086 353, ირაკლი ტაბაღუა